მთავარი > სიახლეები

საინტერესო ამბები ახალი ტექნოლოგიების შესახებ

Microsoft-მა Xbox One Elite დააანონსა
2015-09-05

Microsoft-მა Xbox One Elite დააანონსა

კორპორაცია Microsoft-მა სათამაშო კონსოლის ახალი მოდიფიკაცია Xbox One Elite დააანონსა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მოწყობილობის ეს ვარიანტი ბევრად სწრაფად ჩაირთვება, სწრაფად ჩატვირთავს თამაშებს და ძალიან პრაქტიკული იქნება. Xbox One Elite 500 დოლარი ეღირება. იგი აღჭურვილია 1 ტერაბაიტიანი ჰიბრიდული მყარი დისკით და მას კომპლექტში ახალი სათამაშო კონტროლერი, Xbox Elite Wireless Controller, მოყვება, რომელსაც აქვს: მართვის მოქნილი სისტემა, მაღალი მგრძნობიარობა, ცვლადი ნაწილები (ჯვარედინი D-Pad-ის ჩათვლით) და Analog Sticks. ასეთი გეიმპადი ცალკე 150 დოლარი დაგიჯდებათ. როგორც Microsoft-ი ირწმუნება, კონსოლის ”ელიტური” ვარიანტი ენერგიის ეკონომიის რეჟიმიდან 20%-ით სწრაფად გამოდის, ვიდრე ორიგინალური მოწყობილობა. Xbox One Elite-ს გაყიდვა მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება.
Back To Top