მთავარი > სიახლეები

საინტერესო ამბები ახალი ტექნოლოგიების შესახებ

Qualcomm-ის ახალი ჩიპსეტი ტესტებში რეკორდებს ხსნის
2015-09-05

Qualcomm-ის ახალი ჩიპსეტი ტესტებში რეკორდებს ხსნის

მობილური პროცესორების ამერიკელი მწარმოებელი, კომპანია Qualcomm-ი, უახლოეს მომავალში ახალი თაობის ჩიპსეტის - Snapdragon 820-ის წარდგენას აპირებს. გავრცელებული ხმების თანახმად, პირველი სმარტფონი, რომელიც აღნიშნული ჩიპსეტით აღიჭურვება, Xiaomi Mi5 Pro იქნება, რომლის დებიუტიც 2016 წლის მარტშია დაგეგმილი. ამავდროულად ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია სმარტფონ Green Orange X1 Pro-ს ტესტირების შესახებ, რომელიც ამ ახალი პროცესორის ბაზაზე მუშაობს. თუკი ციფრებს დავუჯერებთ, უცნობი კომპანიის ახალმა აპარატმა ტესტირებისას თითქმის 84 ათასი ქულა მოაგროვა. დღესდღეობით არსებული ფლაგმანებისგან განსხვავებით, რომელთა რეზოლუციაც 2560 x 1440 წერტილს შეადგენს, Green Orange X1 Pro 1920 x 1080 პიქსელიანი რეზოლუციის მქონე ეკრანს ფლობს. მოწყობილობის პროტოტიპი Android KitKat (4.4.2) ოპერაციული სისტემით იმართება, აქვს 4 გბ-იანი ოპერატიული და 64 გბ-იანი მუდმივი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა. Snapdragon 810-სგან განსხვავებით Snapdragon 820-ი კომპანია Kyro-ს მიერ შემუშავებულ ბირთვებზეა ბაზირებული, ამიტომაც პლატფორმებს შორის სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იქნება. ახალი ჩიპსეტი Samsung-ის 14 ნანომეტრიან ტექნოლოგია FinFET-ს იყენებს და შეუძლია იმუშაოს სტანდარტულ სიხშირიზე 2.2 გგჰ-მდე. მწარმოებელი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ორჯერ გაზრდის პირობას დებს Snapdragon 810-თან შედარებით. იგი ასევე ირწმუნება, რომ ახალი ჩიპი ბევრად დაცული იქნება გადახურებისგან.
Back To Top