საინტერესო ამბები

2015-06-23

Apple Watch-ის გაყიდვა რამდენიმე თვით გადაიდო

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple Watch-ის გაყიდვა 2015 წლის იანვრიდან დაიწყებოდა, რითეილის მიმართულებით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ანჟელა არენდტსმა ცოტა ხნის წინ უარყო. მისი თქმით, მოწყობილობა დღის სინათლეს 20 მარტის შემდეგ იხილავს. შეგახსენებთ, რომ ”ჭკვიანი” საათი Apple-ს ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა მიმდინარე წლის სექტემბერში iPhone 6 და iPhone 6 Plus-თან ერთად წარადგინა. აღნიშნული აქსესუარი სამი ძირითადი მოდიფიკაციით იქნება ხელმისაწვდომი, ესენია: წყალგაუმტარი ეკრანის მქონე და მტვრისგან საიმედოდ დაცული Apple Watch Sport; საფირონის ეკრანის და ფოლადის კორპუსის მქონე Apple Watch და საფირონის ეკრანისა და ოქროსფერი ლითონის კორპუსის მქონე Apple Watch Edition. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საათებს ორი ზომის, 38 და 42 მილიმეტრიანი დიაგონალის ეკრანები ექნებათ.
Back To Top