საინტერესო ამბები

2015-09-05

კონფიდიციალურობის პოლიტიკა, ანუ ვინ გადევნებს თვალყურს

5398 — ორი კვირის განმავლობაში ამდენჯერ აგზავნის შეტყობინებას ადგილმდებარეობის შესახებ შენი სმარტფონი. იცი ვის უგზავნის? შემქმნელ კომპანიებსა და იმ პროგრამების დეველოპერებს, რომლებიც დაინსტალირებულია შენს ტელეფონზე. რიცხვი დათვლილია კარნეგი მელონის (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ. 5398 შეტყობინება ორი კვირის განმავლობაში - ეს არის დაახლოებით 386 შეტყობინება დღეღამეში. ანუ 1 შეტყობინება ყოველ 3-4 წთ-ში. საუბარი არა მარტო ადგილმდებარეობაზეა, არამედ კონტაქტებზე, ტელეფონის ნომრებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე, წიგნებზე, სხვადასხვა ვებ-რესურსის ვიზიტებზე და ა.შ. ”დღესდღეობით მობილურ ტელეფონებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ინფორმაციის ჩაწერა და გადაგზავნა. იმხელა რაოდენობის, რაც ვერც კი წარმოგიდგენია. მობილური ტელეფონი იწერს შენს ჩვევებს, ინტერესებს, იწერს ხმას” - ამბობს ბენენ დაიანიმი, Paul Hastings-ის თანათავმჯდომარე. ე.ი. მოკლედ რომ აგიხსნა, სოციალური ქსელი Facebook ქმნის ერთ დიდ დავთარს (ბოდიშს ვიხდი კალამბურისთვის) და მერე უგზავნის მარკ ცუკენბერგს, ის თავის მხრივ ყიდის ამ ინფორმაციას სპეცსამსახურებისთვის. ბენენ დაიანიმი ასევე ამბობს, რომ სწორედ ამ ინფორმაციაზე აკეთებენ სოციალური ქსელები ფულის უმეტეს წილს და არა რეკლამაზე. რა ვქნათ ამ შემთხვევაში? დავიწყოთ იქიდან, რომ არაა საჭირო ბევრი პროგრამის დაინსტალირება. ანუ, აუცილებლად გაეცანი პროდუქტს, რომელიც გაქვს მობილურზე, წაიკითხე მწარმოებლის შესახებ. შემდეგ - აუცილებლად გაეცანი შენს უფლებებს. რა თქმა უნდა, ვერ გაანადგურებ მთელ ინფორმაციას, რომელიც ფეისბუქმა მოაგროვა შენ შესახებ, თუმცა, შეგიძლია ის მოითხოვო (ერთმა ავსტრიელმა მოითხოვა ”დავთარი” და აღმოაჩინა ბევრი საინტერესო რამ). და ბოლოს, სცადე პროგრამა MyPermissions - ის აჩვენებს ინფორმაციას, რომელსაც აგროვებს შენ შესახებ სხვადასხვა პროგრამა.
Back To Top